„გვსურს, ვიყოთ ისეთივე ძლიერი ძალა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
როგორც ჩიხლაძე ამბობს, ბოლო წლებია ქვეყანასი პოლარიზებული პოლიტიკური ცხოვრებაა.
„არის ორი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ , „ქართული ოცნება“ და ჩვენ, „სტრატეგია აღმშენებელს“ ნამდვილად გვინდა, გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ დიდი, მძლავრი ოპოზიციური ძალა, ისევე როგორც არის მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“. მგონია, ამაში არაფერი დასაძრახი არ არის. რა თქმა უნდა, იგივე ევროპულ დემოკრატიებს გადავხედავთ, გნებავთ აშშ-ს, არის ძირითადი რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი, ჩვენც გვინდა, რომ იყოს არა 20 პოლიტიკური ცენტრი საქართველოში, არამედ სამი, რომ არ მოხდეს მუდმივად მკვეთრი დაპირისპირება და ვიყოთ ოპოზიციური ხმების შემკრები. ვიყოთ ისეთივე ძლიერი ძალა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ , – განაცხადა ჩიხლაძემ.










