კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N59-თან, წყალმომარაგბის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 28 ნოემბერს, 22:00 საათიდან 29 ნოემბრისი დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
„ნაძალადევის რაიონში: ზღვის უბნის IV, IX, X, Xა, Xბ კვარტლებს, ზღვის უბნის III მიკრორაიონის V კვარტალს, ზღვის უბნის XI მიკრორაიონის I-III კვარტლებს, ანაპის დივიზიის ქუჩას.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“,- ნათქვამია ინფორმაციაში.











