“მე არ გამიგია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა, გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზაც ხსნილია თუ ვინმე ასე გადაწყვეტს ან თვითონ თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიური იყოს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დარჩენის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
„გუნდის შექმნასთან დაკავშირებით მას არ განუცხადებია ჯერ არაფერი და კვლავ არ მინდა მის ადვოკატად მოგევლინოთ. თქვა, რომ ვიტყვიო, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები მიყვებოდნენ ინტენსიურად, სანამ მანქანაში არ ჩაჯდა და არ მოიხურა კარები, იქამდე შეკითხვებს სვამდნენ და ალბათ, უკეთესად თვითონ განმარტავს, იმის მაგივრად ვერ ვისაუბრებ. ბევრ რამეზე ისაუბრებენ ახლა, ზოგი სატელიტობას იტყვის, ზოგი იტყვის, რომ პარტიას ქმნის და „ქართული ოცნება“ იმასთან გადადის, გვარებსაც დაასახელებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.










