ჰაიტის პოლიციამ პრეზიდენტის მკვლელობის ოპერაციის სავარაუდო კოორდინატორი დააკავა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც ჰაიტის პოლიციის ხელმძღვანელი ამბობს, პირველი, ვისაც თავდამსხმელები დაუკავშირდნენ, ჰაიტის მოქალაქე, კრისტიან ემანუელ სანონია, რომელიც კონტაქტში იმყოფებოდა აშშ-ში მდებარე ვენესუელის უსაფრთხოების კომპანიებთან.
„ეს არის ადამიანი, რომელიც ჰაიტიში პოლიტიკური მიზნებით კერძო თვითმფრინავით ჩავიდა. ის დაუაკვშირდა კიდევ ორ პიროვნებას, რომლებიც პრეზიდენტის მკვლელობაში ეჭვმიტანილებად მიგვაჩნია“,- განაცხადა პოლიციის უფროსმა.
ცნობისთვის, ჰაიტის პრეზიდენტი 7 ივნისს საკუთარ რეზიდენციაში მოკლეს. დაიჭრა ქვეყნის პირველი ლედიც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის გამო, ჰაიტიში 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.











