ჰაიტიზე ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა. გაქცევის დროს მცველებსა და პატიმრებს შორის დაპირისპირების დროს 25 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.
გარდაცვლილთა შორის 6 პატიმარია.
გამოცემის ცნობით, ციხიდან სულ 200 პატიმარი გაიქცა, 60 მათგანი უკვე დაიჭირეს. გარდაცვლილთა შორის არის ციხის დირექტორი.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხიდან 400 პატიმარი იყო გაქცეული.
დედაქალაქ პორტ-ო-პრენსთან მდებარე ციხე 2012 წელს გაიხსნა. ინციდენტის დროს მასში 1 500-ზე მეტი პატიმარი იმყოფებოდა.









