fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ჰარცელი: Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისთან მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა

23:57 ივნისი 12, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
864
ნახვა

მინდა, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მივულოცო წარმატებული ძალისხმევის განხორციელება Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისთან მიმართებაში, დღემდე მიღწეულმა შედეგებმა საქართველოს დამსახურებული აღიარება მოუტანა, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ადამიანის უფლებები პანდემიის დროს – ამ თემის ირგვლივ საბჭოს სხდომის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატისა და სხვა დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

კარლ ჰარცელმა, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ქმედით გადაწყვეტილებებს სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარების, აგრეთვე, გენდერული თანასწორობის ნაწილში. ევროკავშირის ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.

„მილოცვას იმსახურებს იუსტიციის სამინისტრო, რომელმაც ნანატრი კანონპროექტი შეიმუშავა შშმ პირების შესახებ. იმედი გვაქვს პარლამენტი მას დაამტკიცებს და მზაობას ვაცხადებთ მისი განხორციელების მხარდაჭერაზე. ასევე, პერსპექტიულად მიგვაჩნია შშმ პირების საკითხებზე სრული დატვირთვით მომუშავე კომიტეტი, რომელიც კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისია. გასულ წელს ბავშვთა უფლებების შესახებ კოდექსის წარმატებული დამტკიცების შემდეგ მივესალმებით მისი განხორციელებისთვის ყველა დონეზე განხორციელებულ სამუშაოს. ასევე მივესალმებით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობას, რომელიც საბჭოს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ფარგლებში ჩამოყალიბდა. მივესალმებით, ასევე, ცალკე დეპარტამენტის სახით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ერთეულის შექმნას შინაგან საქმეთა სამინისტროში. და ბოლოს, ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმაში ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ თავის დამტკიცება საეტაპო მოვლენად მიგვაჩნია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

კარლ ჰარცელმა, სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაზე.

„ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში უწყვეტი დახმარება უზრუნველვყოთ 2020 წლის შემდეგაც. ამ კონტექსტში, მინდა სამდივნოს დღემდე განხორციელებული სამუშაო შევაქო, სტრატეგიის და ახალი საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის კონტექსტში. ეს არის ინკლუზიური პლატფორმა, რომელიც იმედია, უზრუნველყოფს ჯეროვნად მომართული მიზნებისა და ორიენტირების შესრულებას. ეს სტრატეგია მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის შემუშავებისთვის მომდევნო წლებში,“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას კრიზისის პერიოდში და მომავალშიც ასე იქნება.

„გაწეული ძალისხმევისთვის გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავ მთავრობის ადმინისტრაციის ერთგული და დინამიური გუნდისა და ადამიანის უფლებების სამდივნოს მიმართ. თქვენ კონკრეტული ძალისხმევა გამოიჩინეთ ოჯახური ძალადობისგან ქალთა დასაცავად. პასუხისმგებლიან, დარგობრივ სამინისტროებთან ერთად ძალისხმევას არ იშურებდით შშმ პირების დასახმარებლად, საჭიროების მქონე ოჯახების დახმარების აღმოსაჩენად. ლგბტ თემის მხარდაჭერისა და დიალოგის მომსწრენიც გავხდით. მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტისა მიერ ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებს. მეამაყება იმის თქმა, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგომას განაგრძობს ამ კრიზისში და მომავალშიც ასე იქნება“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

თეგები: პოლიტიკა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს -კელი დეგნანი

თებერვალი 6, 2022
789
პოლიტიკა

მივემგზავრები უკრაინაში, რათა დავუდასტურო ჩვენი მხარდაჭერა – მამუკა ხაზარაძე

იანვარი 30, 2022
771
პოლიტიკა

“ქართული ოცნების” ლიდერები დღეს სამეგრელოში ჩავლენ

იანვარი 30, 2022
772

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია