ჰონდურასის პრეზიდენტს, ხუან ორლანდო ერნანდესს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან თავად განაცხადა. ინფორმაციას NY times ავრცელებს.
კორონავირუსით ინფიცირებულია პრეზიდენტის მეუღლეც.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მან თავი შეუძლოდ გასული კვირის ბოლოს იგრძნო.
ხუან ორლანდო ერნანდესს კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს.
„საკმარისი ძალა და ენერგია მაქვს, რომ მუშაობა განვაგრძო და პანდემია დავამარცხოთ. მე მჯერა ღმერთის, ჩვენი ექიმების და მედიცინის“,- აცხადებს პრეზიდენტი.











