ჰონგ-კონგი შეზღუდვებს ამსუბუქებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
1 აპრილიდან ქვეყანაში საცურაო აუზები და სანაპიროები გაიხსნება. საერთაშორისო ტურისტებისთვის კარანტინის ვადა 21 დღიდან 14 დღემდე შემცირდება.
კინოთეატრებსა და პარკებში შეკრების ლიმიტი გაიზრდება.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდეგ ჰონგ-კონგში კოვიდით 11,447 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 205-ი.











