ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირებასთან ერთად ჰოსპიტალური სექტორი განიტვირთა.
მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით კლინიკებში 2384 კოვიდდადასტურებული პაციენტია.
“შემთხვევების შემცირებასთან ერთად ბუნებრივია განტვირთვა საკმაოდ სერიოზულია ჰოსპიტალურ სექტორში, დღევანდელი მდგომარეობით 2384 კოვიდდადასტურებული პაციენტია კლინიკებში. 142 არის ტრიაჟის ეტაპზე, 153 არის რეანიმაციაში 559 კი საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
688 ინფიცირებული და 13 გარდაცვლილი – 3 თებერვლის მონაცემები კორონავირუსზე











