ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“,- ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი იყო საქართველოს ისტორიაში ერთადერთი, ვისაც პროპორციული არჩევნების იდეა მოუვიდა თავში.
„ბიძინა ივანიშვილი არის ჩემი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი კაცი საქართველოს ისტორიაში, ვისაც ეს იდეა თავში მოუვიდა და ზოგადად, თქვა, მერე ეს რომ არ და ვერ განახორციელა, ამის გამო მან ცალკე კრიტიკა მიიღო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.











