იაპონიამ კორონავირუსის სამკურნალოდ “დექსამეტაზონი” დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პრეპარატმა ინფექციის მძიმე შემთხვევებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეამცირა.
შესაბამისად, იაპონიაში კორონავირუსული ინფექციის სამკურნალო საშუალებად უკვე ორი პრეპარატი – “რემდესივირი” და “დექსამეტაზონი” გამოიყენება.











