იაპონია კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაციას 17 თებერვალს დაიწყებს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს
თავდაპირველად ვაქცინით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.
ცნობისთვის, იაპონიამ Pfizer-ის კორონავირუსის ვაქცინა საყოველთაო მოხმარებისთვის დაამტკიცა.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე იაპონიაში კორონავირუსით 414,472 ადამიანი დაინფიცირდა. ვირუსს 6,912 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 382,886-ს შეადგენს.











