იაპონიის თავდაცვის სამინისტრო ტოკიოს ცენტრში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის ცენტრს გახსნის.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზენი მიზანი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წინ ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაა.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ვაქცინები იქნება გამოყენებული და რამდენი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება ყოველდღიურად.











