იაპონიამ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.
ვაქცინა პირველმა ტოკიოს სამედიცინოს ცენტრის დირექტორმა, კაზუჰირო არაკიმ გაიკეთა.
„ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვფიქრობ, მე პირველს უნდა გამეკეთებინა ვაქცინა, რომ სხვებისთვის მაგალითი მიმეცა“,- განაცხადა არაკიმ.
ცნობისთვის, იაპონიამ რამდენიმე დღის წინ Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა საყოველთაო მოხმარებისთვის დაამტკიცა.










