იაპონიაში კორონავირუსის ახალი სახეობის 5 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
იაპონიის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები გაერთიანებული სამეფოდან დაბრუნებულ მოქალაქეებში დაფიქსირდა.
ცნობისათვის, იაპონიამ გაერთიანებული სამეფოდან მგზავრების მიღება დროებით შეაჩერა. გამონაკლისს მხოლოდ იაპონიის მოქალაქეები და ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონე პირები წარმოადგენენ.
https://ptn.primetime.ge/ratom-miipqhro-kovidis-akhalma-shtamma-metsnierebis-qhuradgheba-ra-unda-vitsodeth-mis-shesakheb-mimokhilva/











