იაპონიაში, უამინდობის გამო, ხელისუფლებამ 1,28 მილიონი ადამიანის ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა. მოსახლეობის ევაკუაცია ოთხ პრეფექტურაში ფუკუოკა, კუმამოტო, ნაგასაკსა და ოიტაში გამოცხადდა. ინფორმაციას apa.az ავრცელებს.
ძლიერმა წვიმებმა იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობები და მეწყერი გამოიწვია. შემთხვევამ 52 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ორი ადამიანის მდგომაროება კრიტიკულია, ხოლო 12 მათგანი დაკარგულად ითვლება.
კუნძულ კიუსიუზე კი 7 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე რჩება.










