პანდემიის მესამე ტალღის შესაჩერებლად ევროპაში კოვიდის ვაქცინების საკმარისი მარაგი არ არის,- ამი ს შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN- ი ავრცელებს.
შპანის განცხადებით, ქვეყანას შესაძლოა ზოგიერთი შეზღუდვის აღდგენა დასჭირდეს, რათა ვირუსის გავრცელება შეაჩეროს.
„ვირუსის ახალი შემთხვევების მატება იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა შეზღუდვების დაწესება დაგვჭირდეს“,- განაცხადა შპანმა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გერმანიაში კოვიდის 2,658,851 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსს 75,196 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











