„ჩემი მთავრი მესიჯი იქნება, რომ იგრძენით თავი დაცულად, უსაფრთხოდ, თქვენზე ზრუნავთ სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო“, – ასე მიმართა ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ მოსახლეობას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
„მინდა ჩემს მოსახლეობას მივმართო, აბრაამ ლინკონლის სიტყვებით, რომ ყველანაირი საფრთხე მოგვარებადია, მაგრამ რწმენა იმისი, რომ ყველანაირმა საფრთხემ უკვე ჩაიარა, თვითონ არის უდიდესი საფრთხის შემცველი. ამიტომ ჩემი მთავრი მესიჯი იქნება, რომ იგრძენით თავი დაცულად, უსაფრთხოდ, თქვენზე ზრუნავთ სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო, მაგრამ ნუ ჩათვლით ამის გამო, რომ საფრთხე ჩავლილია, თორემ ეს თვითონ იქნება საფრთხის შემცველი“, – განაცხადა თენგიზ ცეცრცვაძემ.











