ალეკო ელისაშვილმა პლენარული სხდომაზე “ნაციონალურ მოძრაობას” რამდენიმე კითხვა დაუსვა, მათ შორს პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
თქვენ იკადრეთ და ფულის აღება დამაბრალეთ მე ბიძინა ივანიშვილისან. ახლა გეკითხებით, თქვენ რომ შემოხვედით, თქვენც აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან.
ასევე მაინტერესებს, ეს პარლამენტი ლეგიტიმურია დღეს, თუ არ არის ლეგიტიმური? თუ ლეგიტიმური არ არის, რატომ სხედხართ და კითხვების დაზუსტებისთვის დროს რატომ ითხოვთ, საერთოდ რას აკეთებთ აქ, თუ ეს პარლამენტი არალეგიტიმურია,”- ასე მიმართა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პლენარული სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს.











