მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა ყველა ეკლესია-მონასტერში სრულდება, მსახურებას სამებაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართავს.
გადმოცემის თანახმად, 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. აღდგომიდან მე-40 დღეს მოწაფეები გალილეიდან იერუსალიმში ერთ სახლში შეიკრიბნენ, სადაც მათ მაცხოვარი გამოეცხადათ. იესომ შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, იერუსალიმს არ წასულიყვნენ. ქრისტემ შემდეგ ისინი ბეთანიის მიმართულებით გაიყვანა და ელეონის მთაზე ამაღლდა. ამაღლება თორმეტ საუფლო დღესასწაულთაგან ერთ-ერთი მოძრავი დღესასწაულია.











