საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა.
მისივე ინფორმაციით, უწმინდესმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა. ჯაღმაიძის ცნობითვე, ხმის მიცემის პროცედურის კადრებს ცოტა ხანში საპატრიარქო გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











