SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის დედა, მეი მასკი თავისი წიგნის საქართველოში გამოცემას გეგმავს. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.
„თუ საქართველოში გამომცემლობას იპოვით, რომლებიც ჩემს წიგნს თარგმნიან, გამომცემელს შეუძლია ელექტრონული წერილი გამოაგზავნოს მისამართზე rights@cookeinternational.com“, – წერს ილონ მასკის დედა.
ცნობისთვის, წიგნი სახელწოდებით „ქალი გეგმას ადგენს“ აშშ-ში 2019 წელს გამოვიდა.
Hello, I want to translate your book in my language. I can find the translator. I am from Georgia.
— Aleksandre Beruashvili (@AleksandreBerua) July 1, 2020











