“იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერ აიცრნენ, მთავრობა შეღავათების საკითხს განიხილავს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„დღეისთვის, ქვეყანაში 64 ათასი ორჯერადად აცრილი ადამიანი გვყავს. საკოორდინაციო საბჭო, ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის, განიხილავს შესაბამის შეღავათებს. საუბარია, მაგალითად, კომენდანტის საათთან, მოგზაურობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე. ეს აუცილებელია“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 353 443 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 338 318, გარდაიცვალა 5034 პაციენტი.











