იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება მეტად პოზიტიური შედეგით დასრულდება, რის იმედსაც გვაძლევს ამ საკითხში ევროკავშირის სიმტკიცე და ის მონდომება, რითაც ჩვენი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საკითხს მიუდგა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება მეტად პოზიტიური შედეგით დასრულდება, რის იმედსაც გვაძლევს ამ საკითხში ევროკავშირის სიმტკიცე და ის მონდომება, რითაც ჩვენი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საკითხს მიუდგა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიმტკიცე, დაინტერესება, ჩართულობა ამის იმედს გვაძლევს. დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა 10 დღის შუალედში ვიზიტი მეორედ შედგა და ორივე მხარე გამოვთქვამთ მზაყოფნას მოლაპარაკებებისთვის, ეს უკვე იმედს იძლევა. თუ შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, ოპოზიცია პარლამენტში მოღვაწეობას გააგრძელებს იმ საკითხების პრაქტიკაში გადასატანად“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა.
არსებული ინფორმაციით, ის მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.










