„ეს ერთიანი პოზიცია მიმაჩნია, რომ პრინციპულია და იმედი მაქვს არავინ აღმოჩნდება, ვისაც შეიძლება ნებისყოფამ უმტყუნოს“,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბესელია ამბობს, დღეს არავინ აღიარებს არჩევნების შედეგებს.
„არცერთი მონაწილე პარტია არ მიიჩნევს, რომ სამართლიან გარემოში ჩატარდა არჩევნები. ეს ერთიანი პოზიცია მიმაჩნია, რომ პრინციპულია და იმედი მაქვს არავინ აღმოჩნდება, ვისაც შეიძლება ნებისყოფამ უმტყუნოს და რომელიც შეიძლება იყოს „ქართული ოცნების” მიერ დაწერილი ციფრებით დანიშნული პარლამენტის მონაწილე.
რა თქმა უნდა, მმართველი პარტია და ივანიშვილი ელოდება მოიპოვოს ის სავარაუდო მოკავშირე, რომელიც შეიძლება ამ პროცესიდან გამოთიშოს, ამის მცდელობები ექნება, მაგრამ ის პრინციპულობა და სიმტკიცე, რომელიც დღეს ამ ხელმოწერით უნდა გამოიჩინოს ყველა მონაწილე პარტიამ, ეს უნდა იყოს ბოლომდე მოყვანილი”, – განაცხადა ბესელიამ.











