ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. თურნავა იმედს გამოთქვამს რომ ტექნიკური საკითხი მოგვარდება.
„მე მინდა ვთქვა ზოგადად, რომ ჩვენი ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი სამედიცინო სექტორი განვითარდეს, განსაკუთრებით ის დაწესებულებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის ერთ-ერთი მოწინავე არის ინფექციური საავადმყოფო.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ასეთი ტექნიკური საკითხი მოგვარდება, რადგან ჩვენ მართლაც გვერდით ვუდგავართ ამ საავადმყოფოს და მის პერსონალს და გუნდს. მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ახალი შენობა შეიძინონ, ასევე, მათ აღუჭვასთან დაკავშირებით. თუკი არის რაიმე ღია საკითხი, დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეს საკითხებიც მალე მოგვარდება,“- განაცხადა თურნავამ.











