fbpx
02/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იმედია, „ნაცმოძრაობის“ წევრების უმეტესობა შეუერთდება დოკუმენტს – ანდრიუს კუბილიუსი

17:27 აპრილი 22, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
772
ნახვა

“მე ვფიქრობ, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად კარგი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომავალ კვირებზე და იმაზე, თუ როგორ გადაიდგმება პირველი ნაბიჯები მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით”,  – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა პოლიტიკურ დელეგაციასთან, პარტია „ლელოსთან“ და, რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, ვისაუბრეთ უკანასკნელ მოვლენებზე საქართველოში, შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც შეთავაზებული იყო შარლ მიშელის მიერ. ჩვენ მივულოცეთ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც ხელი უკვე მოაწერეს დოკუმენტს. ვიმედოვნებთ, რომ იმპლემენტაციის პროცესი ეფექტური იქნება და კრიზისი დასრულდება.

მე ვფიქრობ, რომ კრიზისიდან გამოსასვლელად კარგი ნაბიჯები გადაიდგა. იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უმეტესობაც შეუერთდება დოკუმენტს და არა მხოლოდ ერთი მათგანი, სალომე სამადაშვილის სახით, რომელმაც ხელი მოაწერა. ყველაფერი დამოკიდებული იქნება მომავალ კვირებზე და იმაზე, თუ როგორ გადაიდგმება პირველი ნაბიჯები მელიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებ, რომ, პირველ რიგში, ეს მოხდება და შემდეგ, საკმაოდ დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია გაიზარებს მის პასუხისმგებლობას საქართველოს წინაშე, რომ მან იფუნქციონიროს, როგორც საპარლამენტო დემოკრატიამ და ისინი შევლენ პარლამენტში, რადგან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მისაღები. სწორედ ეს არის პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა

რა თქმა უნდა, ასევე, ბევრი ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაციის მიმართულებით. არის ახალი იდეები, რომლებიც ჩვენ გუშინ განვიხილეთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე. საქართველო ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს როგორც თავისი პროგრესის წინ წაწევის მიმართულებით, ასევე უხსნის კარს უფრო ფართო შესაძლებლობებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა კუბილიუსმა.

თეგები: ანდრიუს კუბილიუსინიკა მელიას საქმე

დაკავშირებული სტატიები

მსოფლიო

ევროპარლამენტარები კრამონი და კუბილიუსი მთავრობის გადაწყვეტილებას ეხმაურებიან

სექტემბერი 1, 2021
816
პოლიტიკა

იმედი მაქვს, ყველა მხარეს ესმის, რომ გაზრდილი დაძაბულობა სასწორზე დებს ქვეყნის მომავალს და ევროპული რეფორმების პროგრესს – ანდრიუს კუბილიუსი

ივლისი 31, 2021
782
სამართალი

ნიკა მელიას საქმის სასამართლო განხილვა 15 ივლისს განახლდება​

ივლისი 8, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია