ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ვადამდელი არჩევნები გარანტირებული იქნება.
„ქართული ოცნება“ აგრძელებს რღვევას. ოპოზიცია სწრაფად უნდა გაერთიანდეს. შეთანხმების ბოლომდე შესრულება მოუწევთ, ადგილობრივზე 42-ს კი არა, 22-ს ვერ აიღებენ, ვადამდელი გარანტირებული იქნება. ჩვენს მხარეს გადმოვიდა ყველაფერი – დასავლეთის აზრიც, შიდა პოლიტიკური ვითარებაც. იმედია, ჭკუა ეყოფა ოპოზიციას და ერთმანეთის დაჭმას არ გადააყოლებს უტყუარ გამარჯვებას“, – წერს სამადაშვილი სოციალურ ქსელში.











