“ქართული ოცნების” წევრმა, ბეჟან წაქაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მმართველი გუნდი ბიუჯეტის პროექტს განიხილავს, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებზე და კერძოდ, ტურიზმის სექტორში არსებულ კრიზისზე ისაუბრა.
“გამოჩნდა, რომ ბიზნესში, დღევანდელ ჩვენს ეკონომიკურ პარამეტრებში, გასულ წლებში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტურიზმს. ამიტომ, სწრაფად აღდგენადი ქვეყანაში ამ პერიოდში, იქნება ტურიზმი. თუ რამე იქნება ამ მიმართულებით კიდევ გაკეთებული, რომ ტურიზმზე, რომელსაც ველოდები და იმედია, რომ უფალი გადმოგვხედავს და მალე გაიხსნება ჩვენთან ეს მიმართულება”, – თქვა დეპუტატმა.










