fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე დასრულდება ეს გაუგონარი აგრესია – გიორგი ხოჯევანიშვილი

18:22 მაისი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
792
ნახვა

“პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო ისრაელში მიმდინარე პროცესებს. მწუხარებას გამოვთქვამ თითოეული გარდაცვლილი თუ დაზარალებული ადამიანის გამო და იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე დასრულდება ეს გაუგონარი აგრესია, რისი მოწმეებიც ჩვენ ყველანი ვართ”,- ამის შესახებ დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.

“აქვე მინდა გავამხნევო ჩვენი ებრაელი და ქართველი მეგობრები, რომლებიც ცხელ წერტილებში არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მშვიდობიან და სტაბილურ გარემოს. ახლა რაც შეეხება მეორე საკითხს: ზუსტად ერთ თვეში არის ნატოს სამიტი ბრიუსელში. ამ სამიტის გარშემო არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და კითხვა. პირველი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო – ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა და ნატოსთვის კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მქონე ხდება შავი ზღვის უსაფრთხოება. შავი ზღვის კონტექსტში დისკუსიის ცენტრში არის მოქცეული მხოლოდ უკრაინა.

საინტერესოა რატომ არის ეს და რით არის ეს განპირობებული. ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს ჩვენი პასიურობით და კონკრეტული გეგმის არარსებობით. ბუნებრივია  ბოლოდროინდელი რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის გარშემო დიდ ყურადღებას იქცევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ბორდერიზაციის და დესტაბილიზაციის მრავალი და თითქმის ყოველდღიური შემთხვევები გვაქვს.  აუცილებელია, რომ გავაქტიურდეთ სამიტის წინ და უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხი წინ წამოვწიოთ. ეს პროცესი  არ არის მხოლოდ ნატოზე დამოკიდებული და მოითხოვს ჩვენს აქტიურ ძალისხმევას. გვჭირდება კონკრეტული ხედვა, ამოცანები და გეგმები სამიტთან დაკავშირებით – რა შედეგებს გვინდა მივაღწიოთ და რა ამოცანებით მივდივართ სამიტზე – ამ ყველაფერზე პასუხია გასაცემი. ასევე დავამატებდი, რომ ალბათ მიზანშეწონილი იქნება ევროპული დედაქალაქების პოლიტიკურ ცენტრებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა, იმიტომ რომ საქართველოს შესახებ საუბარი არ იყოს  მხოლოდ ოფიციალური  ვიზიტების და ფორმალობის ნაწილში.

და ასევე, მეორე საკითხი აღნიშნული მიმართულებით – სრულდება ჩვენი ხანგრძლივი და მასშტაბური მისია ავღანეთში. დამეთანხმებით, რომ მასშტაბური სამხედრო მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი ნატოსა და მოკავშირეებთან საუბრისას. რა გეგმა გვაქვს, როდესაც ეს დასაყრდენი წლის ბოლომდე აღარ იქნება. აქ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ნატოსა და მოკავშირეებთან ახალი დღის წესრიგის შექმნა და ურთიერთობების გაღრმავება. დღეს ჩვენს რეგიონში დიდი ცვლილებებია – დამძიმებულია უსაფრთხოების გარემო და ამ  ფონზე პრინციპულად კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველომ პროაქტიულად წარმოაჩინოს საკუთარი როლი, ადგილი და მნიშვნელობა”,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

თეგები: გიორგი ხოჯევანიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

გუშინდელი და გუშინწინდელი დღეები წარსულში დარჩება და ჩვენ წავალთ წინ! – გიორგი ხოჯევანიშვილი

აპრილი 27, 2021
779
პოლიტიკა

გახარიას პარტია გიგა ბოკერიასთან თანამშრომლობას გამორიცხავს

აპრილი 15, 2021
972

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია