იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე, კორონავირუსით დაინფიცირდა. თვითიზოლაციაში იმყოფება ასევე ქუთაისის მერის მოადგილე, ირაკლი ქარქაშაძეც, რომელსაც შალამბერიძესთან კონტაქტი ქონდა.
შეგახსენებთ, 8 დეკემბერს საქართველოში კორონავირუსის 4673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, გამოჯანმრთელდა 3893 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 36.











