იმერეთში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. ცეცხლი ხმელ ფოთლებსა და ტყის ქვედა საფარს რვა მუნიციპალიტეტში ეკიდა.
ამ დროისთვის იმერეთში აქტიური ხანძარი არსად არ ფიქსირდება.
ბოლო მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველთა 350 კაციანი შემადგელობით, 40 ერთეულამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკით და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში მუშაობას.
მათივე ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, ხანძრის ქრობის სამუშაოებში დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ის ონში, სოფელ ონჭევის და წოლას მიმდებარედ მუშაობს. მეხანძრე-მაშველები განაგრძობენ სალოკალიზაციო სამუშაოებს ონში, სოფელ საკაოში, ცაგერში, სოფელ ჩქუმში, ლაილაშში და ზარაგულაში.










