დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული წესების ზედმიწევნით დაცვა ჭირს.
„კარგი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციის დაცვა რომ შეიძლებოდეს. არავის სიამოვნებს, რომ ადამიანებს დისკომფორტი შევუქმნათ, მაგრამ არავის სიამოვნებს დღეში 50 ადამიანს გარდაცვალება კორონავირუსის გამო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.











