წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ ტრამპმა პირველი კომენტარი გააკეთა. ვიდეომიმართვაში ის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის თემას შეეხო.
„ბრბოს ძალადობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენი მოძრაობა უჭერს მხარს. ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს დაუჭერდა მხარს პოლიტიკურ ძალადობას. ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს მოექცეოდა უღირსად სამართალდამცავებს ან აშშ-ის დროშას. თუ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერი არ ხართ. პირიქით, თქვენ თავს ესხმით ამ მოძრაობას და ქვეყანას. ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ-ში სიტყვის თავისუფლება დღეს უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა.
„ეს რთული და დაძაბული დროა. ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამოქალაქეების ცენზურის, შავ სიაში შეყვანისა და გაუქმებისკენ, არასწორი და სახიფათოა. ის, რაც დღეს გვჭირდება, ერთმანეთის მოსმენაა და არა ერთმანეთის ხმის დახშობა“, – განაცხადა ტრამპმა.











