ინდოეთი მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, სადაც ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 8 მილიონს გადაააჭარბა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 49 881 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 517 პაციენტი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 120 527-ს მიაღწია.