ინდოეთიდან ესპანეთში ჩასულ მოგზაურებს 10 დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მთავრობამ ინდოეთში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კოვიდის 3,544,945 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 78,399 ადამიანი.











