ინდოეთმა კორონავირუსის სამკურნალოდ რეგენერონის ანტისხეულების კოქტეილი საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
რეგენერონის კოქტეილი ორი მონოკლონური ანტისხეულის(casirivimab და imdevimab) კომბინაციისგან შედგება.
შეგახსნებთ, რომ ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა. ქვეყანა კოვიდის მეორე ტალღას ებრძვის.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 21,242,580-ია. ვირუსს 231,419 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











