“აცრასთან დაკავშირებით საბედნიეროდ ინდოეთმა თავად შექმნა კორონავირუსის ვაქცინა, რომელსაც ხალხი ძალიან მოხალისედ იკეთებს, თუმცა არ არის დიდი მასშტაბი, მასიურად არ იკეთებენ, შიშის გრძნობა ჰქონდათ აქაც, ინდოეთში.”, – ამის შესახებ ინდოეთში მცხოვრებმა ქართველმა ნათელა საჯაიამ “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ინდოეთში ვაქცინების დეფიციტია და სხვა ქვეყნების დახმარება სჭირდებათ.
“დღესდღეობით, სამწუხაროდ, ამ ვაქცინის დეფიციტიც გახდა, ვინაიდან მსურველი უკვე ძალიან ბევრია და ვაქცინა არ არის, ამიტომ პირველი დახმარება რუსეთმა მისცა ინდოეთს – “სპუტნიკი” შემოვიდა წინა კვირას და ელიან, რომ კიდევ სხვა ქვეყნებიც სხვა ვაქცინებითაც დაეხმარებიან ინდოეთს,” – განაცხადა ნათელა საჯაიამ.











