ინდოეთში 8 აპრილის შემდეგ კორონავირუსის დღიური შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 127,510 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2,795 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსის 28,175,044 შემთხვევაა გამოვლენილი.











