ინდოეთში 14 აპრილის შემდეგ პირველად, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდით 196,427 ადამიანი დაინფიცირდა.
ინფორმაციას CNN-ი ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აქამდე ინდოეთში ყოველდღიურად კოვიდის 300,000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა.
ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 3,511 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს 4 მაისის შემდეგ სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელმა 12,6%-მდე იკლო.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კოვიდის 26,948,874 შემთხვევა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 307,231-ს შეადგენს.











