ინდოეთში, იანვრის შემდეგ პირველად, კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
22 მარტს ინდოეთში კორონავირუსით 212 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კოვიდის 11,646,081 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 160,003-ს შეადგენს.











