გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი, 184 000 შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში 13,873,825 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 172,115-ს შეადგენს.











