ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვალების მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდით 4,205 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირდა 348,421 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსის 23,340,426 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 254,225-ს შეადგენს.











