ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 4,454 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირდა 222,315-ი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში კოვიდის 26,752,447 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 303,751-ს შეადგენს.











