ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 5 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სხვა ქვეყნებთან შედარებით, ინდოეთში კორონავირუსის მაჩვენებელი საკმაოდ სწრაფად იზრდება. 15 სექტემბრამდე ყოველდღიურად ინდოეთში 90 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდებოდა.
კორონავირუსით ინდოეთში 80 000 ადამიანია გარდაცვლილი. თუმცა, შემთხვევების მატების მიუხედავად, მთავრობა შეზღუდვებს ამსუბუქებს, რათა ეკონომიკა როგორმე აღადგინოს.
შეგახსენებთ, რომ მარტში ინდოეთში კორონავირუსის აფეთქების გამო სამსახურის გარეშე მილიონობით ადამიანი დარჩა.











