ინდოეთში კოვიდით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კოვიდით 3,689 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა – კრემატორიუმები და საავადმყოფოები პაციენტებითაა გადავსებული.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსის 19,557,457 შემთხვევაა გამოვლენილი.











