ინდოეთში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქე კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ღვთისიაშვილმა „დღის კურიერთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, საელჩო კოვიდინფიცირებულებთან მუდმივ კონტაქტზეა.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ინდოეთში რთული მდგომარეობაა, საელჩოს თანამშრომლები აგრძელებენ დისტანციურად მუშაობას. იქ არიან ჩვენი სპორტსმენებიც და ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, ორ მათგანს დადასტურებული აქვს კორონავირუსი. ისინი მკურნალობენ საავადმყოფოში, მსუბუქ ფორმებში აქვთ ვირუსი, დანარჩენები ყველანი ჯანმრთელად არიან. ცხელი ხაზიც ამოქმედებულია. საელჩო ეხმარება მათ და ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ“,- აღნიშნა ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.











