ინდოეთში, ქალაქ პუნში ვაქცინის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით არის მსხვერპლი. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ს შეადგენს.
კომპანია Serum Institute-ს ცნობით, ხანძარი შენობის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც ვაქცინის უშუალო წარმოება არ ხდება და პროცესი არ შეჩერებულა.
BBC-ის ცნობით, ქარხანაში Oxford/AstraZeneca-ს მიერ შექმნილ ვაქცინას აწარმოებენ. ხანძრის გამომწევევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.










