ინდონეზიაში Balongan- ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მასიურ ხანძარს ებრძვიან. დაშავებულია 5 ადამიანი, ასევე ევაკუირებულია ასობით ადამიანი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ახლომდებარე დასახლებიდან 950-მდე მოქალაქეა ევაკუირებული.
”ხანძრის მიზეზი უცნობია, მაგრამ ინციდენტი ძლიერი წვიმისა და ელვის დროს მოხდა”, – აცხადებენ ნავთობკომპანიაში.
„ჯერ ძლიერი საწვავის სუნი ვიგრძენით, ისე ძლიერი, რომ ცხვირი მტკიოდა, ელვის დარტყმის ხმა მოვისმინეთ“,- განუცხადა ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ადგილობრივ სააგენტოს.
რეგიონული კატასტროფის მართვის სააგენტოს ცნობით, ხუთი ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში სერიოზული დამწვრობის გამო, კიდევ 15 მცირე დამწვრობით.










