ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაშავებული, რომელთა უმეტესობას დამწვრობა აღენიშნება.
ვულკანის ამოფრქვევის დროს ამოსულმა ლავამ სახლები და ხიდები დააზიანა.











